რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს.
კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების ჯარიმების გადაახდაა.
აქცია-კონცერტი საქართველოს და ევროკავშირის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.