spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რესპუბლიკური საავადმყოფოდან 70-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო წმენდა მიმდინარეობს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, კლინიკიდან 70-მდე ადამიანი გაათავისუფლებს.

 

ექიმების, ექთნებისა და უმცროსი მედ პერსონალის ნაწილს რეორგანიზაციის შესახებ გამაფრთხილებელი დოკუმენტი გაუგზავნეს და ხელის მოწერა მოსთხოვეს.

 

ისინი „მთავარ არხთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რატომ მოხდა „წმენდა“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი ნაწილი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა.

 

გათავისუფლებული ადამიანები ძირითადად არიან იმ განყოფილებებიდან, რომლებიც პანდემიის დროს კოვიდპაციენტებს ემსახურებოდნენ.

 

კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი, ქირურგიული განყოფილების თანამშრომელი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ რეორგანიზაციის მიზეზი ისაა, რომ სავარაუდოდ, ახალ ხელმძღვანელს სურს, კლინიკაში თავისი გუნდი ჰყავდეს.

 

“რეორგანიზაცია დაიწყო იმიტომ, რომ ჰოლდინგის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამას მოჰყვა უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ცვლილებები. ახალ ხელმძღვანელს უნდა, რომ თავისი გუნდი ჰყავდეს”, – აცხადებს ლევან გოფოძე.

 

შემცირებები, ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ დაიწყო და არ არის გამორიცხული გათავისუფლებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ხელმძღვანელობას ჯერჯერობით საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები