რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეების საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
მოსამართლეთა ნაწილი ღონისძიებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებს.
მათ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები შეძახილებით – “მონა, მონა” ხვდებიან.
რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც წვეულება დროზე ადრე დატოვეს, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 5 მონაწილე დააკავა.