spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“რეტრო” თანამშრომლებმა დატოვეს

ბათუმში, რესტორანი “რეტრო” 15-მა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. 

 

მათი ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ.

 

რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, “რეტროს” რესტორნებში, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, შრომის ინსპექცია შევიდა.

 

“რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე, რომელმაც მიმტანზე ფიზიკურად იძალადა, დღეს დილით 126-ე, ძალადობის მუხლით დააკავეს.

 

“რეტროს” ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს, რომელშიც თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს ფიზიკურად უსწორდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები