ბათუმში რესტორან “რეტროს” მფლობელი, რომელმაც ერთ-ერთ მიმტანზე იძალადა, დააკავეს.
თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლითაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
“რეტროს” ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეოს, რომელშიც თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს ფიზიკურად უსწორდება.