spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975, და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.

ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები