უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, რომელიც დღეს პარიზს ეწვევა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. მხარეები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმსჯელებენ, – ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
“უკრაინის თავდაცვის მინისტრი სამშაბათს პარიზში შეხვდება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. შეხვედრის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება იქნება”, – წერს გამოცემა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება არ გამორიცხა.