უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.
“PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.
თავის მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკების რაოდენობას მტერი ბრძოლის ველზე გაიგებს.
PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის 1990-იან წლებში შეიქმნა და არის საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის მოდიფიკაცია.