რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებს ეხმარება მომარაგებით, არამედ ის ასევე აახლოებს რუსეთს პასუხისმგებლობასთან მის დანაშაულებზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
“რამშაინტი 11-ის შედეგები: რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ II-ს. ამ ფორმატის ყოველი შეხვედრა არა მხოლოდ უფრო სასარგებლო საჩუქრებს აძლევს უკრაინის არმიას, არამედ მიზნად ისახავს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას”, – წერს რეზნიკოვი.
21 აპრილს, გერმანიაში რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის მოკავშირეების მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ რამშტაინის მონაწილეებმა უკრაინას გადასცეს 230-ზე მეტი ტანკი, 1550-ზე მეტი ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.