რუს სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ არ დაიღუპონ უკრაინაში და რუსეთის მომავალი გადაარჩინონ, ამისათვის საკმარისია დანებდნენ და არ შეასრულონ ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებები, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიმართვაში განაცხადა.
“თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის არ ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ მთელ ქალაქებს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კარგ მეზობლად მიიჩნევდით და რუსულად საუბრობდით. ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიგო – თქვენ არასამართლიანი მიზნებისთვის სიკვდილისთვის გამოგგზავნეს.
კიდევ ათასობით რუსი ბიჭი დაიღუპება, კიდევ უფრო მეტი დარჩება ხელ-ფეხის გარეშე, მაგრამ თქვენს ხელმძღვანელობას არ შერცხვება, თქვენ კი დამნაშავეები იქნებით… გაიხსენეთ ჩეჩნეთის ომები. თქვენ უკვე გღალატობენ ისინი, ვინც ტიკ-ტოკში იბრძვის”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუს სამხედროებს მიმართა, ჩაბარდნენ ტყვედ და რუსეთი განადგურებისგან იხსნან.
“ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამართლიანობის გარანტიას ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. ჩვენ მივაღწევთ ტრიბუნალს მათთვის, ვინც კრიმინალური ბრძანებები გასცა. თქვენ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია განადგურებისგან”, – განაცხადა რეზნიკოვმა.