spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიკ დემსი – პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ის უნდა გაკეთდეს, რაც ხალხს აღელვებს. 

 

მისივე თქმით, პოლიტიკა პირად საკითხად არ უნდა იქცეს. 

 

“თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც.  ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება“, – განაცხადა რიკ დემსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები