spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიკ დემსი – თუ თქვენ გსურთ გაუფრთხილდეთ სიტყვას და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობა მისთვის მიუღებელია. 

 

მისი განმარტებით, ქვეყანაში სიტყვის და მედიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

 

“სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას. ქუჩებში ძალადობა უნდა კონტროლდებოდეს შეძლებისდაგვარად. არ ვიცი ეს მოხდა განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გაუფრთხილდეთ სიტყვას და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ეს ასეც ხდება, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულებიც, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინი დაინტერესდებიან ყველაზე მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

 

თუ არის აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება რა ხდება და რა აზრი გვაქვს ამაზე. ცხადი უნდა იყოს, რა არის აზრი და როგორია ფაქტი. თუ ცნობილია რა არის ფაქტი და რა აზრი, ამის შესახებ პრემიერს და მთავრობის სხვა წევრებთანაც ვილაპარაკებ, მაგრამ პრესის თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არის ის, რასაც მე არ მოვიწონებ”, – განაცხადა რიკ დემსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები