spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიკ დემსი – ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას გთავაზობს, რომელიც შემდეგ უნდა წაიღო მთავრობაში ან პარლამენტში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა, რომ რეფორმების გატარებისას ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი.

 

ამასთან, ის საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო.

 

“ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუცია, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი. ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება რა უნდა გააკეთო. ისინი საკუთარ მოსაზრებას გთავაზობენ და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა წაიღო მთავრობაში ან პარლამენტში. ამ მოსაზრებას ან გაითვალისწინებენ, ან – არა. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ.

 

ოქტომბერში თქვენ გაქვთ არჩევნები. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, ინოვატორები ხართ და ეს საინტერესოა”, – განაცხადა რიკ დემსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები