spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რინკევიჩი – უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ

ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ის, რომ ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე და დეკლარაციაზე, რომელშიც წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ მოხვდა დაპირება საქართველოს ალიანსის წევრობის შესახებ, ნიშნავს იმას, რომ “საქართველოს მთავრობა შორს წავიდა”.

 

“ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ “უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა.

 

ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება. არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.

 

თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.

 

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

 

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ”, – განაცხადა რინკევიჩმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები