spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რიონის ხეობის მცველები გუმათიდან “ენკას” ოფისისკენ დაიძრნენ

რიონის ხეობის მცველები და აქციის მონაწილეები გუმათიდან ჰესის მშენებლი კომპანიის "ენკას" ოფისისკენ დაიძრნენ. "წადით! წადით!" – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან.

ცოტა ხნის წინ, გუმათთან ხმაური და დაპირისპირება იყო. პროტესტის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად, ხელები მაღლა ასწიეს, პოლიციას გზის გათავისუფლება სთხოვეს და ნამოხვანისკენ დაიძვრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველები მთელი ძალით მიაწვნენ და გზა დაუკეტეს. მეტიც, ხეობის მცველებმა პოლიციის წარმომადგენლებისგან მუქარაც მიიღეს. 

"სულ ყველა მათგანის იდენტიფიკაცია მოხდება იცოდეთ და დაგეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამაზე ვარ პასუხიმგებელი. წერტილი"-განაცხადა სამართალდამცველმა. 

"ჩვენ ხელებაწეულები ვცდილობდით, საკუთარ ტერიტორიაზე გადავადგილებულიყავით, თუმცა დავინახეთ, რომ პოლიცია არ ინდობს არც ბავშვებს, არც ქალებს, ვინც ამ პროტესტში მშვიდობიანად მონაწილეობს. ჩვენ განწყობილი ვართ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არავისთან არ შევიდეთ და როცა შევხედეთ, რომ ისინი არ ინდობენ ბავშვებს, რისკზე ვერავის ვერ შევაგდებთ და დავიხიეთ უკან. მაგრამ ვითხოვთ ახსნა-განმარტებას, რომელი კანონის საფუძველზე გვეკრძალება საკუთარ მიწაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი", – განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და პროტესტი არ შეწყდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები