ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავს. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომ მიწოდებას განიხილავენ.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული.
“სუნაკი მომავალ კვირას ოთხშაბათს და ხუთშაბათს ვაშინგტონში იქნება ბაიდენთან, კონგრესის წევრებთან და აშშ-ის ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ სუნაკი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვაშინგტონში პირველ ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს. მას სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ დაძაბული ურთიერთობების გამოსწორება, რაც 2020 წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გამოიწვია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა.