spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, შეისწავლოს რომელი თვითმფრინავების მიწოდება შეიძლება უკრაინისთვის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს, თუმცა ეს გრძელვადიანი გამოსავალია, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს დაავალა, გაერკვია, რომელი გამანადგურებელი შეიძლება მიაწოდოს ლონდონმა უკრაინას.

 

“პრემიერმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, შეისწავლოს რა თვითმფრინავების მიწოდება შეგვიძლია, მაგრამ ნათლად რომ ვთქვათ, ეს არის გრძელვადიანი გამოსავალი და არა მოკლევადიანი შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა სუნაკის სპიკერმა.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა, შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს, ასევე სიტყვით მიმართა ქვეყნის პარლამენტს.

 

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ზელენსკიმ საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები