spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რობ ფარბმანი – დიდი არჩევანი არ ჰქონდა ხალხს ვისთვის შეეძლო ხმის მიცემა, ახლა მათ აქვთ ამის საშუალება, რაც ოპოზიციას დაეხმარება

რომ შევადაროთ 2020 წლის კვლევას, დღეს გაცილებით უფრო ნაკლებ მხარდაჭერას ვხედავთ “ქართული ოცნების” მიმართ, – ამის შესახებ Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა რობ ფარბმანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რატომაც “ქართული ოცნება” პოპულარული იყო არჩევნებამდე, იყო ის, რომ დიდი არჩევანი არ ჰქონდა ხალხს ვისთვის შეეძლო ხმის მიცემა.

“პროცენტული რაოდენობა  იმ ადამიანებისა, რომელიც ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებმაც თქვეს, რომ ოპოზიციას მისცემენ ხმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებში სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნების” პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიწიოს.

მთავარი პრობლემა, რატომაც “ქართული ოცნება” პოპულარული იყო არჩევნებამდე, იყო ის, რომ დიდი არჩევანი არ ჰქონდა ხალხს ვისთვის შეეძლო ხმის მიცემა. ახლა მათ აქვთ იმის საშუალება, რომ სხვა პარტიებს მისცენ ხმა, რაც საბოლოო ჯამში, დაეხმარება ოპოზიციას.

რომ შევადაროთ 2020 წლის კვლევას, დღეს გაცილებით უფრო ნაკლებ მხარდაჭერას ვხედავთ “ქართული ოცნების” მიმართ”, – განაცხადა რობ ფარბმანიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები