თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება.
“ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თემო წიქვაძე ფეისბუკზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს ესხმის თავს. ის, რასაც წიქვაძე ამტკიცებს, თავხედური ტყუილია.
თავად შეხედეთ საჩივარს და ნახავთ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას. საერთაშორისო სამართლის 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ, რომ საქმე აღძრულიყო მსგავსი არარსებული მიზეზებით. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის.
ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს ამ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის კარგი რეპუტაცია. ეს ცრუ ბრალდებები ვერაფერს მოიტანს და ჩვენ ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად”, – წერს რობერტ ამსტერდამი.

Bidzina Ivanishvili's representative, Temo Tsikvadze, has published a statement on Facebook attacking my client, George Bachiashvili.

The claims made by Tsikvadze are brazenly untrue.

Don't take my word for it – look into the complaint yourselves to see the loan agreement that… pic.twitter.com/JqJcOEztyI
— Robert Amsterdam (@robertamsterdam) July 10, 2023