spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რობერტა მეცოლა – ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.

 

“ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ სოლიდარობას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც უკრაინა ევროკავშირის დონეზე ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდან იღებს.

 

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირს შეუძლია “მეტის გაკეთება“ და ამიტომ მიესალმება სანქციებს, რომლებიც ახლახან დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები