რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო, მეცოლას კანდიდატურას კი მხარი 562-მა დელეგატმა დაუჭირა.
ესპანელმა ირენ მონტერომ 61 ხმა მიიღო.
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ის ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.