spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რობინ ვაგენერი – თუ მოიშორებთ ამ კანონს და სხვა ნეგატიურ დამოკიდებულებას, შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამშრომლობა

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის რობინ ვაგენერის თქმით, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

 

მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოში არჩევნების შედეგი, მას პატივს სცემენ.

 

“ზუსტად ასე უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ხალხმა უნდა გამოხატოს ნება და რაც უნდა იყოს შედეგი, ჩვენ ამას პატივს ვცემთ, ასეც უნდა იყოს. როდესაც ვლაპარაკობთ სამართლიან არჩევნებზე, საერთაშორისო დონეზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ ასეთი არჩევნების ჩატარება. ეს ალბათ, გულისხმობს ამ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართვას.

 

სადამკვირვებლო მისიებს მხარში დაუდგება როგორც გერმანიის მთავრობა, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებიც. სხვათა შორის, ჩვენ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ჩვენ ვსაუბრობდით თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ეს იქნება დამოკიდებული ქართველი ხალხის არჩევანზე. ანუ, აირჩევთ ევროპის გზას, თუ მოიშორებთ ამ კანონს და სხვა ნეგატიურ დამოკიდებულებას, შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა რობინ ვაგენერმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები