spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რობოტიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი “ჭკვიანი ურნები” ჭიათურაში უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მოქმედი რობოტიკის სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთი პროექტი ე.წ. “ჭკვიანი ურნა” მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგთან ერთად დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს.

 

მათმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, “მომავლის ბავშვების” მიერ წარმოდგენილი პროექტი მისაღებია ქალაქისთვის და “ჭკვიანი ურნები” ჭიათურაში უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება.

 

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და მულტიფუნქციური ცენტრის უფროსი ნატალია პატარიძე ესწრებოდნენ.

 

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი  საგანმანათლებლო ჰაბია, რომლის მიზანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო სივრცეში მათ მიერ მიღებული ცოდნის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები