spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“როდესაც უუნარო ხარ, მუდმივად პოლიციით ვერ დაიჭერ სიტუაციას”

“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.

“ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია. და იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ან თვალის ფერი არ უვარგათ, იმიტომ, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს, ამ ქვეყანას მმართველი არ ჰყავს.

მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო სამსახური მორღვეულია, ერთადერთ რასაც “ოცნების“ მოლაპარაკე თავები აკეთებენ, ოპოზიციას ებრძვიან; ქვეყანაში კორუფციული სქემები, გარიგებები ყვავის და ისე უმარტივესად გაედინება ფული, აუცილებლად კატასტროფამდე მივალთ;

თუნდაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გამჭირვალეა ყველაფერი, მაინც პირდაპირ იკვეთება ვისი ინტერესებიცაა და ყველას რატომღაც უმთავრესი ავიწყდება – ნამახვან ჰესის კასკადების 100 % სახელმწიფო კომპანია იყო და სწორედ ის გაყიდეს;

ადგილზე წარმოების და ხალხის დასაქმების ნაცვლად ისეთებს აკეთებენ, მომავალ მსოფლიო ეკონომიკაში კი არა, ჩვენი ადგილი აღარსად იქნება. ან თუნდაც ჭიათურაში რა ხდება – თავად მილიარდებს შოულობენ და მაღაროელებს ისეთ ძეხვს აჭმევენ, ძაღლმა არ ჭამა და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

მოკლედ, როდესაც უუნარო ხარ, მუდმივად პოლიციით ვერ დაიჭერ სიტუაციას და ეს ფაქტია”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები