spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, მსოფლიო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს”

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს მსოფლიო საზოგადოების რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

მან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ცრემლმდენი გაზის გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალოგიურად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქცევა. 

"როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, დანარჩენებიც ლიეტუვაში. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მინდოდა შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, ისე როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა ოპოზიციამ განაცხადა, რომ მას მთავრობასთან დიალოგი სურდა, მაგრამ ივანიშვილის რჩეულები გაიქცნენ, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. გუშინ მთელ მსოფლიოს ვესაუბრე. მსოფლიო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს", – წერს პავილიონისი Facebook-ზე. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები