ჩემთან შესახვედრად, მხოლოდ ის ადამიანები შემოდიან, ვისაც ვთვლი მეგობრად. მიშა სააკაშვილის მტრებს, ჩემთან არაფერი ესაქმებათ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამხედროს რომა შამათავას წერილშია აღნიშნული, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
“ლევან ხაბეიშვილს მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში არ გაიმარჯვოს მიშას მტერმა. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აკვირდებიან პროცესებს და ჩვენ არ დავუშვებთ, არ უნდა დავუშვათ, ღალატის გამარჯვება. არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ვხედავ და ვაანალიზებ, რომ ჩვენი მტრების ამოცანა, სწორედ ეს არის.
2023 წელს, ეს იქნება პირველი პოზიტიური გამარჯვება, რომელიც მოიტანს სასიკეთო ცვლილებებს. 2023 წელს, უკრაინა და უკრაინაში მებრძოლი, მსოფლიოში ყველაზე მამაცი ქართველი მეომრები, გაანადგურებენ რუსის ჯარს. დიდება გმირებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო – უ პ ი რ ვ ე ლ ე ს – ყ ო ვ ლ ი ს ა”, – წერს რომა შამათავა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flkhabeishvili%2Fposts%2Fpfbid033BzHdTMB2CWQZNgwmHfaE2o7hGNZqCWqxFNvffRj3yQ4mxrSWqB3nTbfASm6LzRhl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”654″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>