ყველა ეს კანონი, რომელიც განიხილება ან ჰპირდებიან, ეს არის პირდაპირ რუსული კანონი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის კანონები, რასაც ახლა საქართველო იღებს, უკვე მიღებული აქვს რუსეთს.
“არა თუ საკონსტიტუციო, არამედ მარტივი უმრავლესობა არ ექნება “ქართულ ოცნებას”. 2 თვის შემდეგ “ქართული ოცნება” არ იარსებებს ხელისუფლებაში. ყველა ეს კანონი, რომელიც განიხილება ან ჰპირდებიან, ეს არის პირდაპირ რუსული კანონი. სწორედ რუსულია ეს ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვის თემა, სადაც ჩართულია ეს საშინელი რუსული ეკლესია და რუსეთის მთავრობა. ისინი შეკრული არიან ერთად და ეს სახელმწიფო ინკვიზიციას აწარმოებს რუსულ და ფაშისტურ ეკლესიასთან ერთად. ყველა კანონი უკვე, რაც აქ იხილება, რუსეთშია მიღებული. “ქართული ოცნება” ახდენს რუსული კანონების “კოპირებას”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.