spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – 9 მილიონი უნდა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს ხელფასი თუნდაც იმის გამო, რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და წუმპიდან როგორ ამოვიდა

9 მილიონი უნდა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს ხელფასი თუნდაც იმის გამო, რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და წუმპიდან როგორ ამოვიდა და რა სისტემა შეიქმნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა მუხლითაც სააკაშვილი გაასამართლეს, იმავე მუხლით მოუწევს პასუხისგება ბიძინა ივანიშვილს.

“იგივე ხარჯები აქვს გაწეული ბიძინა ივანიშვილს, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი და ამ მუხლით გასამართლდება ისიც და ეს საცოდავი მოსამართლეც.

9 წელი იყო მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი, 9 მილიონი გავყოთ ცხრაზე არის წელიწადში ერთი მილიონი, თანაც ამაში 99% არის ადმინისტრაციული ხარჯები. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი გაფლანგული იყო, 9 მილიონი უნდა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს ხელფასი თუნდაც იმის გამო, რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და წუმპიდან როგორ ამოვიდა და რა სისტემა შეიქმნა, რომელიც იმდენად მძლავრი გამოდგა, რომ დღესაც კი ბიუჯეტში ფული რომ შემოდის და რომ არ დანგრეულა ეს სისტემა, სწორედ ამ ფუნდამენტის დამსახურებაა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები