spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს

გახარია “ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გახარიას “კოკაინშიკიობის” შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

 

გოცირიძის თქმით, გახარია და “ოცნება” მედლის ორი მხარეა და ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

 

კოკაინი ერთი წელი და მეტი რჩება ორგანიზმში, ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს, ჩვენთან ექსპერტიზას რა ავტორიტეტი აქვს, ვიცით. გახარიაც „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ. ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და მკვდარია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ისე, რომ არაფერია დადასტურებული, ადამიანს შეიძლება აჰკიდო ყველაფერი. ისე გახარია და “ქართული ოცნებაც” ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს”, – განაცხადა გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები