spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ახლა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა

რა გვაჩვენა ამ არჩევნებმა? ის, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, ის რომ ამომრჩეველი ექვემდებარება დაშინებას და მისი ნაწილი იყიდება, ის, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ სუსტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

“რა გვაჩვენა ამ არჩევნებმა? ის, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, ის რომ ამომრჩეველი ექვემდებარება დაშინებას და მისი ნაწილი იყიდება, ის, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ სუსტია. ქვეყანა შედის მძიმე პერიოდში, როცა რეალური ხდება ავტორიტარული რეჟიმის დამყარების საფრთხე. ამას უნდა დაუპირისპირდეს ხალხის ენერგია და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალა. პირველმა უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არ ექნება მშვიდი ცხოვრება და მუდმივად დაემუქრება რიგგარეშე არჩევნების საფრთხე მოსალოდნელი შედეგებითურთ, მეორემ კი, სანქციების შიშით, მათ შორის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, უნდა ამყოფოს ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ. არჩევნების ობიექტური და ყოველმხრივი შეფასების დროც დადგება. ახლა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. “არა და არასდროს” პრინციპი არ მუშაობს პოლიტიკაში და მით უმეტეს, ქართულ რეალობაში ეს მიდგომა არასდროს გამართლებულა. მსგავსი განცხადებები მანევრირების შესაძლებლობას დაუკარგავს ოპოზიციას და ჩიხში შეიყვანს, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ რეპუტაციის დაზიანების ფასად ხდება ხოლმე.

საკმარისია გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები.

აჩქარება არაა საჭირო. პოლიტიკა გრძელ დისტანციაზე მოძრაობაა, სადაც ნაადრევი აჩქარება ან დაგვიანება, ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები