spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული

ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ მარკ რუტეს მილოცვასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, რუტემ დამდეგი ახალი წელი ქვეყანას მიულოცა და არა ირაკლი კობახიძეს.

“მარკ რუტემ ქვეყანას, საქართველოს მიულოცა ახალი წელი და არა ირაკლი კობახიძეს.

საქართველოს მიულოცა, რომელიც  ნატოს წევრობის კანდიდატია ოფიციალურად და ამაზე საქართველოს კონსტიტუციაშიც  წერია, რომ ქვეყანა ნატოში უნდა შევიდეს.

მან, ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მიულოცა და საქართველოს გამოტოვება არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნატოს გენერალური მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი მიულოცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები