spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენის პირობებში საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში

ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენის პირობებში საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციები ეტაპობრივი და სხვადასხვა სახის იქნება.

 

“ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენის პირობებში საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.

 

ეტაპობრივი სანქციები იქნება –  ჯერ პერსონალური, შემდეგ ურთიერთობების შეწყვეტა მაღალჩინოსნებთან და მერე მივა საქმე საფინანსო დახმარების შეწყვეტამდე. 

 

ბოლოს კი საქმე მივა უკვე იმ სხვა სიკეთეებთან, რაც ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეტაპობრივად და სისხლის ფასად მიიღო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები