კობახიძის ღია განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება. ანუ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრი მართავს დამოუკიდებელ ორგანოს?, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაიშალოს, უნდა გაუქმდეს.
“კობახიძემ გაანადგურა ანტიკორუფციული ბიურო, დაამცირა, როდესაც ოპოზიცია ვამბობდით, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ასევე ვენეციის კომისიაც ამბობდა, რომ ამ ფორმით ეს იქნება ხელისუფლებაზე დამოკიდებული, ვინაიდან მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრს ყურებით ჰყავს დაჭერილი. მთავრობის დავალებით დაერია არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოინდომა მათი თანამშრომლების კონტროლი, თუმცა ძალიან მძიმედ დაუჯდა ანტიკორუფციულ ბიუროს ეს ქმედებები კობახიძეს. ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენა როგორც ჯალათი.
კობახიძის ღია განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება. ანუ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრი მართავს დამოუკიდებელ ორგანოს? კომიკური უფრო ის არის, რომ როდესაც არასამთავრობოებმა გაასაჩივრეს სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დატოვა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ძალაში. ანუ გამოდის, რომ კობახიძის ეს განცხადება სავალდებულოა სასამართლოსთვისაც და ანტიკორუფციული ბიუროსთვისაც. კობახიძეს შეეძლო ტელეფონით დაერეკა და ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარი გადაწყვეტილება ასე ემცნო, თუმცა რატომ არ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის სულ მალე საშინელი სანქციები ელოდება და სუფრიდან გამოძევების შემდეგ აშშ-ს აჩვენა, რომ მან გააუქმა ეს რეპრესიული გადაწყვეტილება და კარგი ადამიანია. ამის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაიშალოს, უნდა გაუქმდეს. მისმა ხელმძღვანელმა ალბათ, დროებით დაიძვრინა თავი სანქციებისგან, მაგრამ მას აღარ აქვს არავითარი ავტორიტეტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ
ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.