spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – არც ამერიკაა ერთი კაცი და არც ევროპაა ის, რომელიც თუნდაც ორი წლის წინათ იყო, ფულიც იქნება და იარაღიც

ზელენსკი უკვე შევიდა ისტორიაში როგორც გმირი, რომელმაც  შეძლო უთანასწორო ომში ქვეყნის ისე მართვა, რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ვერაფერს დააკლებს ტრამპის უადგილო და არაკორექტული კრიტიკა.

“ზელენსკი უკვე შევიდა ისტორიაში როგორც გმირი, რომელმაც შეძლო უთანასწორო ომში ქვეყნის ისე მომართვა, რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა ქვეყნისათვის და ევროპის ბევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენც დავუდგამთ ძეგლს გადარჩენისათვის.

ვერაფერს დააკლებს ტრამპის უადგილო და არაკორექტული კრიტიკა. არც ამერიკაა ერთი კაცი და არც ევროპაა ის, რომელიც თუნდაც ორი წლის წინათ იყო. ფულიც იქნება და იარაღიც.

მხოლოდ მშვიდობის სწრაფმა დამყარებამ შეიძლება მიუტევოს ტრამპს ეს გაცხარებული გამოხდომა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინელებს შორის “4%-ია”, თუმცა, ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 57% ენდობა ზელენსკის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები