spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს

საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად, გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხესიმაგრედ.

 

“საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად, გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო. აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება.

 

ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხესიმაგრედ, მაგრამ ციხესიმაგრე რა არის წარმოდგენაში? შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. “ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის. მესამე მოსმენა წინ გვაქვს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები