spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – დაფინანსების ირგვლივ დაპირისპირებით ზიანდება ოპოზიცია

90-იანი წლების პოლიტიკური დისკუსიის წამოწევა პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობის ნიშანია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პარტიებისა და მედიისთვის ჟანგბადი გადაეკეტა.

“ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი არ განისაზღვრება იმით, მიიღებ თუ არა კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას.

90-იანი წლების პოლიტიკური დისკუსიის წამოწევა პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობის ნიშანია. მაშინ ისეთი არგუმენტი იყო ლეგიტიმურობის შესახებ, რომ, როგორც იტყვიან, ქვას გახეთქავდა: საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნები როგორ შეიძლება იყოს ლეგიტიმური. გაჩნდა ლოზუნგი , “დაგმე ბალტიის გზა”. ჩატარდა პარალელური “საპარლამენტო” არჩევნები. როგორ დამთავრდა ყველაფერი, კარგად გვახსოვს.

“ოცნების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პარტიებისა და მედიისათვის ჟანგბადი გადაეკეტა. ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიდა კანონებს და საბოლოოდ მივიღეთ ისეთი სურათი, როცა პარტიები დარჩნენ ყოველგვარი შემოსავლების გარეშე. ის დაფინანსებაც, რაც პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით გამოეყო, გაუქმდება მალე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას (რაც სწორი გადაწყვეტილებაა).

ლეგიტიმაციის “სიწმინდეს” თუ დავიცავთ, შემდეგი ნაბიჯი ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს ხელისუფლებისგან გვერდის ავლით. აბა რა, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნები როგორ შეიძლება იყოს ლეგიტიმური.

ისევ იმას ვუბრუნდებით, რა შეცდომებსაც სამი ათეული წლის წინ ვუშვებდით.

დაფინანსების ირგვლივ დაპირისპირებით ზიანდება ოპოზიცია. “ოცნება” გახარებულია იმით, რომ მათ მიერ დაგებული მახეები ნაყოფს ისხამს. პოლიტიკური პრაგმატიზმია საჭირო პოლიტიკური რომანტიზმის ნაცვლად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები