spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – დარწმუნებული ვარ, სხდომის შემდეგ მიმართავს ოპოზიცია პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით

დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის სხდომის შემდეგ მიმართავს ოპოზიცია პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეალური და სამართლებრივი ძალის მქონე განცხადება იქნება მას შემდეგ, რაც თითოეული დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის სხდომის შემდეგ მიმართავს ოპოზიცია პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.

რეალური და სამართლებრივი ძალის მქონე განცხადება იქნება მას შემდეგ, რაც თითოეული დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა სამართლებრივი გზა უნდა იყოს გამოყენებული, ვინაიდან, როცა ამოიწურება ყველა სამართლებრივი გზა, მაშინ უნდა გამოიყენო არასამართლებრივი გზა, ოღონდ კანონიერი და ეს არის ქუჩა. დაახლოებით, 200-ჯერ გადაწყვეტილა ქუჩაში ხელისუფლების ბედი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ოპოზიციას თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები