spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუმარტავს, რატომ შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები 202 მილიონი დოლარით თებერვლის თვეში

ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუმარტავს, რატომ შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები 202 მილიონი დოლარით თებერვლის თვეში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ან რაღაცა იმალება შეგნებულად.

“ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუმარტავს, რატომ შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები 202 მილიონი დოლარით თებერვლის თვეში. გუშინ შევიტყვეთ, რომ ეროვნულ ბანკს დოლარები თებერვალში არ გაუყიდია, მანამდე ვიცოდით, რომ მთავრობამ საგარეო ვალის მომსახურებისათვის იანვარ-თებერვალში  დახარჯა 130 მილიონი დოლარი, ანუ თვეში საშუალოდ 65 მილიონი დოლარი. რა მოხდა თებერვალში?

როცა დროზე არ რეაგირებ კითხვებზე (არა და თითქმის ერთი თვე გავიდა), ეს ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ან რაღაცა იმალება შეგნებულად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები