ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოში მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნებიან.
“ე. წ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი ახალი წევრის კანდიდატურა წარუდგინა. სამი, ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, ერთი კი ყოფილი მინისტრი. არცერთი გარედან. ფაქტობრივად, მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნებიან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.