spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ უკუშედეგს და მთლიანად ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების კოლაფსს

მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება. ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში თუ გაგრძელდება ბანკებზე ზეწოლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში თუ გაგრძელდება ბანკებზე ზეწოლა და ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ და დღეს სამწუხაროდ, მხარი აუბა ეროვნულმა ბანკმა. რა უნდა გაიგოს ამ განცხადებაში საქართველოს საბანკო სისტემამ? დაიცვან საერთაშორისო ნორმები სანქციებთან დაკავშირებით, ანუ მომენტალურად შეუწყვიტონ ანგარიშები ამ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, თუ დაელოდონ საქართველო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის გაასამართლებს დამნაშავე პოლიციელებს თუნდაც იმ თავდასხმების გამო, რაც აი აქ პარლამენტის წინ მოახდინეს?

პირველივე ტრანზაქცია გაჩერდება, ვინაიდან ამერიკული და ევროპული ბანკები მაგნიტსკის სიაში მყოფი პირების არც ერთ გადარიცხვას არ გაატარებენ. ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ უკუშედეგს და მთლიანად ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების კოლაფსს“ – განაცხადა გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები