spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციას

ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკურიც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციას.

“ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკურიც. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაჰბრალდება “გლობალური ომის პარტიას”. გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციას, ვინაიდან უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ “ქართული ოცნების” მხრიდან გვესმის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები