ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკის მიერ ფულის არდაბრუნება ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობად გაასაღა, რომელსაც თურმე მთელი მსოფლიო აორგანიზებს მასონების მეთაურობით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა სისულელეებზე საუბარი საკუთარ სამოქმედო გეგმად აქცია.
“იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება და საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა, დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ზრუნავს.
ფულს იმის გამო ვერ იღებდა, რომ შვეიცარიული ბანკი გაკოტრდა და გაკოტრებული ბანკი შვეიცარიის მეორე დიდმა ბანკმა მიიერთა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკის მიერ ფულის არდაბრუნება ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობად გაასაღა, რომელსაც თურმე მთელი მსოფლიო აორგანიზებს, მასონების მეთაურობით. აქედან არის დაწყებული ეს აბსურდული კონცეფცია, რომ საქართველოს გლობალური ომის პარტია ებრძვის, სურთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას – ეს და სხვა სისულელეები თავის სამოქმედო პროგრამად გადააქცია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.