spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გახსნას საარჩევნო უბანი ევროპისა თუ ამერიკის კონტინენტზე

კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გახსნას საარჩევნო უბანი ევროპისა თუ ამერიკის კონტინენტზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ თანხები უნდა მოახმაროს მოქალაქეების კეთილდღეობას და არა ბიუროკრატიას.

 

“კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გახსნას საარჩევნო უბანი ევროპისა თუ ამერიკის კონტინენტზე. ამისათვის საჭიროა ბიუჯეტიდან მინიმალური თანხის გამოყოფა და ის ავტომობილები, ფუფუნების საგნები, რბილი ავეჯები და ის ხარჯები, რომელიც ბიუროკრატიას ხმარდება, კეთილი ინებონ და გადაისროლონ იმ მიმართულებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უჭირდეთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები