spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და გააფრთხილა

უკანონოდ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევა და სანქციები თუ საფრანგეთის მოქალაქის დასჯა და სანქციები – ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ შეწყვიტა რეპრესიები და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

“მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და გააფრთხილა.

ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. თუ მას ეგონა, რომ ეს მისთვის პრივილეგია იყო, ახლა პასუხისმგებლობად შემოუბრუნდა.

რუს მილიარდერს, ტელეგრამის მესაკუთრეს, დუროვს, ეგონა, რომ ფრანგული პასპორტი მას სიკეთეს მოუტანდა, სინამდვილეში იგი მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა. რამდენიმე დღე აყურყუტეს იზოლატორში, ახლა კი შინაპატიმრობაში იმყოფება და ვერ დატოვებს საფრანგეთს გამოძიების დამთავრებამდე (რუსეთის და ემირატების მოქალაქეცაა).

მაკრონის საუბარი ივანიშვილთან ბევრ ნიუანსს შეიცავს. იმ დროს, როდესაც მას არ აქვს რაიმე პოსტი სახელმწიფო სტრუქტურებში, პარტიაშიც კი რაღაც მრჩევლის პოზიციას იკავებს, მაკრონის მასთან ზარი აღიარებაა არაფორმალურ მართვაში მისი მონაწილეობისა. ამავე დროს მაკრონი მას ასევე განიხილავს მისი ქვეყნის ქვეშევრდომადაც.

უკანონოდ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევა და სანქციები თუ საფრანგეთის მოქალაქის დასჯა და სანქციები – ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ შეწყვიტა რეპრესიები და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები”, – წერს გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები