spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი

ივანიშვილის  მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” რუსეთის გამართლებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.

“ივანიშვილის  მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი. “ქართული ოცნება” ეწევა რუსეთის გათეთრებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მის გამართლებას, ხოლო წამქეზებლობას და ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს.

პარადოქსია, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოებში “ქართული ოცნების”  პოზიციას ეწინააღმდეგება დღევანდელი “ქართული ოცნება”, –  განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ გორში ისაუბრა. “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები