spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – მცირე რაოდენობით შემორჩენილი ამომრჩევლის ხასიათის გამოსაკეთებლად შექმნილი სიყალბეა

მორიგი ზღაპარი, “ოცნების” ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით შემორჩენილი ამომრჩევლის ხასიათის გამოსაკეთებლად შექმნილი სიყალბეა, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნება კოალიციური ხელისუფლება უკვე არსებული ოთხი ოპოზიციური ბლოკის პარლამენტში გაერთიანების შედეგად.

“მორიგი ზღაპარი. “ოცნების” ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით შემორჩენილი ამომრჩევლის ხასიათის გამოსაკეთებლად შექმნილი სიყალბეა. შევადაროთ “გორბის” წინა წლების კვლევები არჩევნების რეალურ შედეგებს და მივხვდებით, თუ რასთან გვაქვს საქმე.

კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება ფაქტობრივად უკვე არსებული ოთხი ოპოზიციური ბლოკის პარლამენტში გაერთიანების შედეგად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით “ნაციონალური” და “სტრატეგია აღმაშენებელი” გავიდოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები