spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ოფშორების კანონი იმაზე მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ოფშორების კანონი იმაზე მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა და პატიოსანი კონკურენციის წესების იგნორირება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით.

“ოფშორების კანონი იმაზე მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს ელემენტარული რაღაცაა – ოფშორებიდან ვიღაცას უძრავი ქონება საქართველოში “გადმოაქვს”, სინამდვილეში ეს აქტივები ფიზიკურად დიდი ხანია, რაც აქ არის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, ბანკი და ა.შ. ყველაფერი ოფშორული კომპანიის საკუთრება იყო. დღემდე აქ ქონების გადასახადს მაინც იხდიდნენ. ამ კანონით, ოფშორიდან ქაღალდზე აქ გადმოწერილი ეს კომპანიები 2030 წლამდე გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადისაგან. გადმოფორმებისას თავისუფლდებიან იმპორტის გადასახადისაგან, აგრეთვე
საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან.

ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა და პატიოსანი კონკურენციის წესების იგნორირება, როდესაც ივანიშვილის კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები