spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ოპოზიციას ჰყავს ბევრი ლიდერი და ეს მისი სიძლიერეა

ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით. თურმე პრობლემა იმაშია, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ევროპული, კოალიციური მმართველობა გამორიცხავს ერთი ბელადის ირგვლივ კონსოლიდაციას.

“ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით. თურმე პრობლემა იმაშია, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მრავალლიდერობიანობა ყოფილა ცუდი.

სინამდვილეში, ევროპული, კოალიციური მმართველობა გამორიცხავს ერთი ბელადის ირგვლივ კონსოლიდაციას. ერთლიდერობა ერთმმართველობას შობს, საიდანაც ავტორიტარიზმიც ერთ ნაბიჯშია.

უფრო მეტიც, ოპოზიციას მიტინგებზე მჭექარობა დაუწუნეს. ხედავ, აგერ გერმანელი როგორ მუხტით გამოვიდა და ჩვენები არაო.

არც ესაა ევროპული. ქარიზმატული, “ტრიბუნი” ლიდერები დღეს იშვიათადაა. შეიძლება მათზე უკვე მოთხოვნაც არაა. ასეთ ლიდერს სჭირდება შესაბამის აუდიტორია. მასების ისტერიული ყვირილითა და ჟესტიკულაცით “აგდების” შეუდარებელი ოსტატი იყო ჰიტლერი. დღეს მსგავს ლიდერს იმავე გერმანიაში არც კი მოუსმენენ.

ოპოზიციას ჰყავს ბევრი ლიდერი და ეს მისი სიძლიერეა”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები