spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – პერსონალურად აუნდა აგონ შედეგებზე ამ მთავრობის წევრებმა პასუხი

დამნაშავეა მთავრობა, რომელმაც წაახალისა აგრესიული და ბნელი ჯგუფები – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძე Front News-ს “ნამახვანჰესის” პროექტის შეწყვეტის კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, მილიარდიანი ინვესტიციის მოპოვება ადვილი არ იქნება. 

 

“დამნაშავეა მთავრობა,  რომელმაც წაახალისა აგრესიული და ბნელი ჯგუფები, მიტინგიც კი დაუდგა თბილისის ცენტრში. როდესაც ნებისმიერი სხვა მიტინგის დარბევა მოხდებოდა, ქუჩაში მარშირებდნენ ვარლამები და ნამოხვანელები. წინაასსარჩევნოდ ეთამაშებოდა მათ და ფაქტობრივად არაფერი იღონა, რომ ინვესტორი არ გაქცეულიყო. ახლა რომ ამბობენ, ახალ ინვესტორს მოვძებნითო, ერთმილიარდიანი ინვესტიციის მოძებნა არ არის ადვილი. გარდა ამისა, ამას მოყვება სერიოზული სასამართლო დავები, რომელიც შეიძლება  ძალიან მძიმედ დაუჯდეს ქვეყანას”, – განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 

რაც შეეხება  ინვესტორთან შესაძლო სასამართლო დავებს, გოცირიძის თქმით, ზარალზე პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პერსონალურად უნდა აგონ. 

 

“როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არავინ იცის, ეს უკვე იურისტების სამუშაოა.  ეს დავები,  შეიძლება, იმ დროს დამთავრდეს,  როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება  და პოლიტიკურ მოუსავლეთში იქნებიან წასულები. მაოხრებელი გზირის როლს შეასრულებენ, სიცოცხლეში რომ ქვეყანას აწამებდენ და სიკვდილის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პერსონალურად აუნდა აგონ შედეგებზე ამ მთავრობის წევრებმა პასუხი”, -განაცხადა დეპუტატმა. 
გოცირიის შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტი საუკეთესოა. 

 

“ნამახვანჰესის პროექტი იყო საუკეთესო, ათასაჯერ გადაღეჭილი საბჭოთა კავშირის დროს. ეს იქნებოდა გაცილებით უკეთესი, ვიდრე შაორი. დღეს რომ მოგვწონს შაორი ტყეში, ამაზე უკეთესი იქნებოდა წყალსაცავი, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული თვალსაზრისიდ მნიშვნელოვანი იქნებოდა”, – განაცხადა მან.  

 

რაც შეეხება ეკოლოგიურ ზიანს, დეპუტატის განმარტებით, ზიანი ნებისმიერ პროექტს მოაქვს.  

 

“ეკოლოგიური ზიანი წყალსაცავს კი არა, პატარა ღელეზე რომ ერთმეგავატიანი ჯიხური ჩადგა, იმასაც ექნება. ამ პროექტის მნიშვნელობა იყო განუზომლად დიდი. ცუდი როლი ითამაშა ე.წ. ინტელიგენციამ. ბევრ ადამიანს შესტკივა გული ეკოლოგიაზე, მათი პროტესტი გასათვალისწინებელია და ეს პროტესტი პროექტის სრულყოფას უწყობს ხელს. მათზე ჯოხს მთავრობა ვერ გადატეხავს, ისინი არიან შეუგნებელი მტრები და მთავრობა არის შგნებული დამნაშავე”, – განაცხადა გოცირიძემ.  

 

ENKA Renewables საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ენერგეტიკის მიმართულებით მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები