პრეზიდენტის ნათქვამს ყოველთვის განსაკუთრებული რეზონანსი აქვს და ბუნებრივია, რომ მას აქვს საერთაშორისო წონა ამომრჩევლის თვალში. მისი დღევანდელი ყველა გზავნილი კონცენტრირებულია ერთი მიზნისაკენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ოცნებისა” და ივანიშვილის მხილების როლი იკისრა.
“ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე იკისრა როლი “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის საერთაშორისო მასშტაბით მხილებისა. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თუნდაც იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო, რა მოღალატე ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ბოლო თვეებში წარმოებულ “ქართული ოცნების” პოლიტიკას დამატებითი განმარტებები არ სჭირდება, ყველამ დაინახა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უღალატა ხალხს, ერს, კონსტიტუციას, პირდაპირ რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს ქვეყანას, არა მხოლოდ “რუსული კანონით”, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებით და ფაქტობრივად, ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობით.
პრეზიდენტის ნათქვამს ყოველთვის განსაკუთრებული რეზონანსი აქვს და ბუნებრივია, რომ მას აქვს საერთაშორისო წონა ამომრჩევლის თვალში. მისი დღევანდელი ყველა გზავნილი კონცენტრირებულია ერთი მიზნისაკენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.